დიაბეტური ნეფროპათია

დიაბეტური ანგიონეფროპათია (ნეფროპათია) დიაბეტური ანგიოპათიის ერთერთი ფორმაა, თუმცა შაქრიანი დიაბეტის პროგნოზულად შედარებით მძიმე გამოვლინებას მიეკუთვნება, ვიდრე დიაბეტური ანგიორეტინოპათია. ეს უკანასკნელი შემთხვევათა დაახლოებით 5%-ში იძენს პროლიფერაციული ანგიორეტინოპათიის ხასიათს, მაშინ როდესაც ტერმინალური დიაბეტური ანგიონეფროპათია, რაც ავადმყოფის დაღუპვას იწვევს ურემიის გამო (თირკმლის უკმარისობა), ვითარდება 30-40%-ში შაქრიანი დიაბეტის I ტიპის დროს და 10%-ში შაქრიანი დიაბეტის II ტიპის დროს. დიაბეტური ანგიონეფროპათიის განვითარებაზე გავლენას ახდენს არტერიული წნევის მატება, გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარისა და სისხლძარღვთა განვლადობის მატება და ა.შ. Read the rest of this entry »
Views Counter v.0.10 Viewed 26209 times by 5228 viewers